ზღვის პროდუქტები, წვნიანი

Уха უკრაინულად, მარტივი რეცეპტი.

Уха უკრაინულად

Уха უკრაინულად

Уха უკრაინულად

ინგრედიენტები:

  • 1 ცალი თევზის თავი,
  • 2 ცალი პამიდორი,
  • 4 ცალი კარტოფილი,
  • 3 კბილი ნიორი,
  • 1 ცალი ბულგარული წიწაკა,
  • 2 ცალი დაფნის ფოთოლი,
  • 1 კონა ოხრახუში,
  • გემოვნებით შავი პილპილის მარცვლები,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. თევზის თავი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ.
  2. კარტოფილი გავთალოთ გავრეცხოთ და დავჭრათ გრძელ მსხვილ ნაჭრებად.
  3. ბულგარულ წიწაკას გამოვაცალოთ შიგთავსი და გავჭრათ სიგრძეზე 4 ნაჭრად.
  4. ავიღოთ საშუალო ზომის ქვაბი ჩავაწყოთ თევზის ნაჭრები,დაუმატოთ კარტოფილი, პამიდორი, ხახვი(მთლიანი თავები), ნიორი (მთლიანი კბილი), ბულგარული წიწაკა, შავი პილპილის მარცვლები, დაფნა და ძაფით შეკრული ოხრახუში.
  5. ქვაბში ჩავასხათ წყალი და შევდგათ ცეცხლზე, დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი.
  6. ვადუღოთ 25 წუთი, დაუმატოთ მარილი, გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.
5/5 (1 Review)