წიწაკა ზეთში
წიწაკა ზეთში
ინგრედიენტები:
- 5 კილოგრამი მწვანე წიწაკა (ტკბილი),
- 500 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- 2 ჩაის ჭიქა შაქარი,
- 10 ცალი შავი პილპილის მარცვლები,
- 1 ლიტრი ძმარი,
- 5 ცალი დაფნის ფოთოლი,
- 2 კონა ნიახური,
- 1 კონა ოხრახუში,
- 300 გრამი ნიორი,
- 1 სუფრის კოვზი მარილი,
- 10 ქილა 500 გრამიანი.
მომზადება:
- წიწაკა გავრეცხოთ, გავამშრალოთ და გავუჭრათ წვერო მაკრატლით დაახლოებით 3-4 სანტიმეტრზე.
- ავიღოთ დიდი ზომის ქვაბი, ჩავასხათ ზეთი, ძმარი,ჩავყაროთ შავი პილპილი, დაფნის ფოთოლი, მარილი, შაქარი და ავადუღოთ.
- ხშირათ ამოურიოთ შაქრის გადნობამდე.
- ადუღებულ ზეთში ჩავყაროთ წიწაკა(იმდენი რომ ზეთში დაიფაროს) და ვადუღოთ 7-10 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე(დაახლოებით მოგვიწევს 7-8-ჯერ ჩაყრა).
- 10 წუთი დუღილის შემდეგ ამოვიღოთ წიწაკა ქაფქირით და მოვათავსოთ დიდი ზომის თასში.
- სანამ წიწაკა იხარშება მანამდე შეგვიძლია დავჭრათ ნიორი, ოხრახუში და ნიახური წვრილად.
- წიწაკის ხარშვის შემდეგ დარჩენილ ზეთში ჩავყაროთ დაჭრილი ნიორი, ნიახური, ოხრახუში და ვადუღოთ 5 წუთის განმავლობაში.
- მიღებული მასა დავასხათ მოხარშულ წიწაკას და კარგად აურიოთ ერთმანეთში.
- ცარიელი ქილები გავრეცხოთ, გავამშრალოთ და გავავსოთ წიწაკით.
- კოვზით კარგად ჩავაჭიროთ ისე რომ წიწაკები ქილაში მჭიდროდ იყოს ჩალაგებული.
- დარჩენილი ზეთი მოვასხათ თავზე წიწაკებს ისე რომ ქილები შეივსოს ბოლომდე.
- ქილებს დავახუროთ თავსაფარი და გავაჩეროთ 3 დღის განმავლობაში. დარჩენილი ზეთი კი შევინახოთ.
- 3 დღის შემდეგ ავადუღოთ შენახული ზეთის ნაყენი, ცხელცხელი დაუმატოთ ქილებში, ავავსოთ ბოლომდე და მოვხუფოთ თუნუქის სახურავით.
- თუნუქის სახურავი უნდა გავაჩეროთ ადუებულ წყალში მოხუფვამდე.
- წიწაკა შევინახოთ მშრალ და გრილ მზისგან მოშორებულ საცავში.