ტოლმა
ტოლმა
ინგრედიენტები:
- 400 გრამი საქონლის ხორცის ფარში,
- 400 გრამი ღორის ხორცის ფარში,
- 1 ცალი კომბოსტო (მოზრდილი თავი),
- 150 გრამი ბრინჯი,
- 3 ცალი ხახვი,
- 3 კბილი ნიორი,
- 10 გრამი ნიახური,
- 10 გრამი ქინძი,
- 10 გრამი ოხრახუში,
- 10 გრამი რეჰანი,
- 2 სუფრის კოვზი პამიდვრის პასტა,
- გემოვნებით წიწაკა მწარე,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- ხახვი, ნიორი, ნიახური, ქინძი, რეჰანი, ოხრახუში და წიწაკა გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
- სასალათეში მოვათავსოთ საქონლის და ღორის ფარში.
- დაუმატოთ გარეცხილი ბრინჯი, გატარებული მწვანილები, ხახვი, ნიორი,წიწაკა და კარგად აურიოთ ერთმანეთში.
- კომბოსტო გავრეცხოთ და თავთან ჩავჭრათ ოთხკუთხედად.
- დავადგათ ნახევრადსავსე წყლით ქვაბი (იმხელა რომ კომბოსტო ჩაეტიოს), ავადუოთ და ჩავდოთ კომბოსტო, გავაჩეროთ 4-5 წუთი.
- ამოვიღოთ კომბოსტო წყლიდან და ფრთხილად მოვაცალოთ მოწალული ფურცლები.
- კომბოსტოს ფურცლებს მოვათალოთ გამაგრბული ფურცლის ყუნწის ღერო.
- კომბოსტოს ფურცლებში მოვათავსოთ გამზადებული შიგთავსი და გადავახვიოთ.
- ჩავალაგოთ ქვაბში გადახვეული ტოლმები, დავაფაროთ თეფში და დავადოთ ზევიდან სიმძიმე.
- დავასხათ წყალი იმდენი რომ ტოლმა დაიფაროს, შევდგათ საშუალო ცეცხლზე და ვხარშოთ 20-25 წუთი.
- დაუმატოთ პამიდვრის პასტა, მარილი და ვხარშოთ კიდევ 10 წუთი.
- მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.