გუფთა
გუფთა
ინგრედიენტები:
- 500 გრამი საქონლის ხორცის ფარში,
- 100 გრამი ბრინჯი (გრძელი),
- 2 ცალი კვერცხი,
- 2 ცალი ხახვი,
- 2 კბილი ნიორი,
- 5 გრამი კამა,
- 5 გრამი ოხრახუში,
- 5 გრამი ქინძი,
- 2 გრამი ნიახური,
- 3 ცალი კარტოფილი,
- 2 სუფრის კოვზი პამიდვრის პასტა,
- გემოვნებით წიწაკა,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- კარტოფილი გავრეცხოთ, გავთალოთ და დავჭრათ მოგრძო მსხვილ ნაჭრებად.
- ხახვი, ნიორი, წიწაკა, ქინძი, კამა, ოხრახუში, ნიახური გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
- ავიღოთ საშუალო ზომის თასი, მოვათავსოთ ფარში დაუმატოთ გარეცხილი ბრინჯი, გატარებული ხახვი, ნიორი, წიწაკა, ქინძი, კამა, ოხრახუში, ნიახური, კვერცხი, მარილი და აურიოთ კარგად.
- საშუალო ზომის ქვაბში ჩავასხათ წყალი ნახევრამდე შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე და ავადუღოთ.
- შეზავებული ფარშიდან გავაკეთოთ საშუალო ზომის გუნდები და ფრთხილად ჩაუშვათ ადუღებულ წყალში.
- დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი.
- 7-10 წუთი დუღილის შემდეგ დაუმატოთ კარტოფილი.
- 5 წუთის შემდეგ დაუმატოთ ტომატის პასტა და შევავსოთ ქვაბი წყლით.
- ადუღებიდან 5 წუთში დაუმატოთ მარილი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
- მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.