ბადრიჯნის რგოლები ნივრით
ბადრიჯნის რგოლები ნივრით
ინგრედიენტები:
- 250 გრამი ბადრიჯანი,
- 2 ცალი პამიდორი,
- 3 კბილი ნიორი,
- 250 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით შავი პილპილი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- ბადრიჯანი გავრეცხოთ, დავჭრად მრგვალ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 5-7 წუთი.
- პამიდორი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად.
- ნიორი გავატაროთ ნიორსაჭყლეტში.
- გახურებულ ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი და შევწვათ ბადრიჯანი ორივე მხრიდან.
- ლანგარზე დავალაგოთ ბადრიჯნის და პამიდვრის რგოლები და გადაუსვათ დაჭყლეტილი ნიორი.
- მოვაყაროთ მარილი, შავი პილპილი გემოვნებით და მოვრთოთ ქინძის ფურცლბით.