შემწვარი ბარკალი მაიონეზში
შემწვარი ბარკალი მაიონეზში
ინგრედიენტები:
- 2 ცალი ქათმის ბარკალი,
- 400 გრამი მაიონეზი,
- 10 გრამი ქინძი,
- 10 გრამი კამა,
- 4 კბილი ნიორი,
- 1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი,
- 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი,
- 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- ქათმის ბარკლები გავრეცხოთ და დავჭრათ მოზრდილ ნაჭრებად.
- კამა და ქინძი დავჭრათ წვრილად.
- ნიორი გავატაროთ ნიორსაჭყლეტში.
- ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი.
- დაჭრილ ქათმის ბარკლებს მოვაყაროთ მარილი, მოვათავსოთ ტაფაზე, შევდგათ საშუალო ცეცხლზე და შევწვათ ყველა მხრიდან.
- სასალათეში მოვათავსოთ მაიონეზი, დაჭრილი ქინძი და კამა, ყვითლელი ყვავილი, ხმელი ქინძი, მარილი, დაჭყლეტილი ნიორი, დავასხათ 600 მლ ცივი წყალი და კარგად აურიოდ.
- მიღებული მასა გადავასხათ ქვაბში და ჩავაწყოთ შემწვარი ქათმის ბარკლები.