ღომი
ღომი
ინგრედიენტები:
- 1 კილოგრამი ღერღილი,
- 7 სუფრის კოვზი სიმინდის ფქვილი.
მომზადება:
- ღერღილი მოვათავსოთ ქვაბში, გავრეცხოთ რამოდენიმეჯერ, დავასხათ 2 ჯერ მეტი წყალი და შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე.
- ხშირად ამოურიოთ ხის ჩოგნით.
- მჭადის ფქვილი გავცრათ საცერში და შევაზილოთ ღომს ადუღებიდან 15 წუთის შემდეგ.
- ვადუღოთ კიდევ 15 წუთი, გადმოვიღოთ ლანგარზე სველი ჩოგნით და მივირთვათ ცხლად(უმჯობესია მივირთვათ იმერული ყველით ან სულგუნით ).