ოთხშაბათი , ნოემბერი 21 2018

გუფთა

გუფთაPrep time: 10 minsCook time: 20 minsTotal time: 30 minsგუფთა

4.74
27
    Ingredients

  • 500 გრამი საქონლის ხორცის ფარში
  • 100 გრამი ბრინჯი (გრძელი)
  • 2 ცალი კვერცხი
  • 2 ცალი ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 5 გრამი კამა
  • 5 გრამი ოხრახუში
  • 5 გრამი ქინძი
  • 2 გრამი ნიახური
  • 3 ცალი კარტოფილი
  • 2 სუფრის კოვზი პამიდვრის პასტა
  • გემოვნებით წიწაკა
  • გემოვნებით მარილი
    Directions

  1. კარტოფილი გავრეცხოთ, გავთალოთ და დავჭრათ მოგრძო მსხვილ ნაჭრებად.
  2. ხახვი, ნიორი, წიწაკა, ქინძი, კამა, ოხრახუში, ნიახური გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
  3. ავიღოთ საშუალო ზომის თასი, მოვათავსოთ ფარში დაუმატოთ გარეცხილი ბრინჯი, გატარებული ხახვი, ნიორი, წიწაკა, ქინძი, კამა, ოხრახუში, ნიახური, კვერცხი, მარილი და აურიოთ კარგად.
  4. საშუალო ზომის ქვაბში ჩავასხათ წყალი ნახევრამდე შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე და ავადუღოთ.
  5. შეზავებული ფარშიდან გავაკეთოთ საშუალო ზომის გუნდები და ფრთხილად ჩაუშვათ ადუღებულ წყალში.
  6. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი.
  7. 7-10 წუთი დუღილის შემდეგ დაუმატოთ კარტოფილი.
  8. 5 წუთის შემდეგ დაუმატოთ ტომატის პასტა და შევავსოთ ქვაბი წყლით.
  9. ადუღებიდან 5 წუთში დაუმატოთ მარილი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
  10. მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.

Yield6 თეფში

Serving size: 6
Calories per serving: 280
Fat per serving: ?

მსგავსი სიახლე

ინდაურის საცივი

ინდაურის საცივი

გასუფთავებული, გარეცხილი ინდაური ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე და ნახევრად მოვხარშოთ. ინდაური ამოვიღოთ წვენიდან, დავდოთ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ აირღუმელში შესაწვავად. ბულიონს მოვხადოთ ცხიმი და მასში მოვშუშოთ წვრილად დაჭრილი ან ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ხახვი.

Optimization WordPress Plugins & Solutions by W3 EDGE