ბოსტნეული

ლობიო ქოთანში, გემრიელი კერძის რეცეპტი.

ლობიო ქოთანში

ლობიო ქოთანში

ლობიო ქოთანში

ინგრედიენტები:

  • 500 გრამი ლობიო,
  • 3 გრამი ხახვი,
  • 3 კბილი ნიორი,
  • 2 ცალი დაფნის ფოთოლი,
  • 10 გრამი ქინძი,
  • 10 გრამი ოხრახუში,
  • 10 გრამი ნიახური,
  • 10 გრამი ქონდარი,
  • 5 გრამი კამა,
  • 5 გრამი რეჰანი,
  • 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • გემოვნებით წიწაკა,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. მწვანილი დავჭრათ წვრილად.
  2. ხახვი დავჭრათ წვრილად.
  3. ნიორი დავჭრათ წვრილად.
  4. ლობიო გავარჩიოთ, ჩავყაროთ ქვაბში, გავრეცხოთ, დავასხათ წყალი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.
  5. რომ ადუღდება 5 წუთის შემდეგ გადაუწუროთ წყალი, ჩავასხათ ახალი წყალი და ისევ შევდგათ ცეცხლზე.
  6. დაუმატოთ დაფნის ფოთოლი, 50 გრამი ზეთი, ნიორი და მწვანილის ნახევარი.
  7. სანამ ლობიო იხარშება ხახვი მოვშუშოთ ტაფაზე მცენარეულ ზეთში.
  8. მოხარშვის შემდეგ ლობიო ამოვლესოთ.
  9. ჩაუმატოთ მწვანილების ნახევარი, შემწვარი ხახვი, მარილი, წიწაკა და ამოურიოთ.
  10. კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვად ცხლად.
  11. გემრიელათ მიირთვით.