წვნიანი

ძროხის ხორცის სუპი მჟაუნით . უგემრიელესი წვნიანი.

ძროხის ხორცის სუპი მჟაუნით . უგემრიელესი წვნიანი.

ძროხის ხორცის სუპი მჟაუნით . უგემრიელესი წვნიანი.

სირთულე

საშუალო

დრო

60 წუთი

ულუფა

8

კალორია

320 კკალ.

ინგრედიენტები:

  • 1 კილოგრამი ძროხის ხორცი,
  • 600 გრამი კარტოფილი,
  • 2 გრამი მჟაუნა(1 მოზრდილი კონა),
  • 100 გრამი კარაქი,
  • 1 კონა მწვანე ხახვი,
  • 2-3 ცალი სტაფილო,
  • 3-4 ძირი ოხრახუში,
  • 3-4 ძირი კამა,
  • 3 ცალი კვერცხი,
  • 200 გრამი არაჟანი,
  • 2 სადილის კოვზი ფქვილი,
  • წიწაკა გემოვნებით,
  • მარილი გემოვნებით,

მომზადება:

  1. მსუქანი ძროხის ხორცი დავჭრათ თანაბარი ზომის ნაჭრებად და კარგად გავრეცხოთ.
  2. მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ ცეცხლზე მოსახარშად.
  3. დუღილის დროს აუცილებელია მოვხადოთ ქაფი.
  4. ჩავყაროთ დაფნის ფოთოლი, ცოტა მოგვიანებით კი დაჭრილი ხახვი და სტაფილო.
  5. სანამ ხორცი იხარშება დრო რომ არ დავკარგოთ, დავჭრათ მწვანე ხახვი.
  6. კარაქში მოვშუშოთ მწვანე ხახვი, დაუმატოთ ფქვილი და გავაგრძელოთ შუშვა.
  7. დავასხათ ხორცის ნახარში (გაწურული ბულიონი), ჩავამატოთ მოგრძო ნაჭრებად დაჭრილი კარტოფილი, დაკეპილი ახალი მჟაუნა, კამა, ოხრახუში, წიწაკა.
  8. გამორთვის წინ ნელნელა ჩავამატოთ არაჟანში გათქვეფილი კვერცხი.
  9. როდესაც მზად იქნება ჩავაყაროთ მოხარშული ძროხის ხორცი.
  10. გემრიელად მიირთვით.

ძროხის ხორცის სუპი მჟაუნით

Related Posts