სამშაბათი , ივნისი 19 2018
Home >> კულინარია >> ზღვის პროდუქტები >> შემწვარი ორაგული მაიონეზში

შემწვარი ორაგული მაიონეზში

შემწვარი ორაგული მაიონეზშიPrep time: 10 minsCook time: 30 minsTotal time: 40 minsშემწვარი ორაგული მაიონეზშიSummaryუგემრიელესი შემწვარი ორაგული მაიონეზში.

4.9
21
    Ingredients

  • 800 გრამი ორაგული
  • 400 მილილიტრი მაიონეზი
  • 10 გრამი ქინძი
  • 10 გრამი კამა
  • 4 კბილი ნიორი
  • 200 მილილიტრი მცენარეული ზეთი
  • 200 გრამი ხორბლის ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი (სუნელი)
  • გემოვნებით მარილი
    Directions

  1. ორაგული გავასუფთავოთ გავრეცხოთ და დავჭრათ მოზრდილ ნაჭრებათ.
  2. დავაყაროთ მარილი ორივე მხრიდან და გავაჩეროთ 4-5 წუთი.
  3. თითოეული ნაჭერი კარგად ამოვავლოთ პურის ფქვილში.
  4. გავაცხელოთ ტაფა დავასხათ მცენარეული ზეთი.
  5. დავალაგოთ ფქვილში ამოვლებული ნაჭრები გახურებულ ტაფაზე და შევწვათ ორივე მხრიდან.
  6. შეწვის დროს ტაფას სახურავი არ დავახუროთ.
  7. შემწვარი ორაგული გადმოვიღოთ ლანგარზე.
  8. მაიონეზი გავხსნათ 1 ჩაის ჭიქა წყალში, დაუმატოთ წვრილათ დაჭრილი ქინძი და კამა,ჩავაჭყლიტოთ ნიორი.
  9. დაუმატოთ ყვითელი ყვავილი და მარილი.
  10. მიღებულ მასაში ჩავალაგოთ შემწვარი გაგრილებული ორაგული და ზევიდან მოვასხათ ორაგულის შეწვის დროს დარჩენილი ცხიმი.

Yield4 თეფში

Serving size: 4
Calories per serving: 250
Fat per serving: 20

მსგავსი სიახლე

შემწვარი სკუმბრია კარტოფილით

შემწვარი სკუმბრია კარტოფილით

სკუმბრია გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 5 წუთი. ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე. სკუმბრიის ნაჭრები ამოვსვაროთ პურის ფქვილში ყველა მხრიდან. გახურებულ ტაფაზე დავალაგოთ სკუმბრიის ნაჭრები და შევწვათ ყველა მხრიდან ისე რომ, ტაფას

Optimization WordPress Plugins & Solutions by W3 EDGE