უგემრიელესი ეკლერის რეცეპტიPrep time: 10 minsCook time: 50 minsTotal time: 60 mins
Summaryუგემრიელესი ეკლერის რეცეპტი

- Ingredients
- ცომი:
- 1(250 გრამი) ჭიქა წყალი
- 100 გრამი კარაქი ან მარგარინი
- 0,5 ჩაის კოვზი მარილი
- 5 ცალი კვერცხი
- 1(250 გრამი) ჭიქა ფქვილი
- კრემი:
- 1(250 გრამი) ჭიქა შაქარი
- 0,5 ჭიქა ფქვილი
- 0,5 ჭიქა რძე ან წყალი
- 80 გრამი დარბილებული კარაქი
- მოსართავად:
- 1 ფილა შავი შოკოლადი
- 2 სუფრის კოვზი რძე ან წყალი
- Directions
- ცომი:
- ერთი ჭიქა წყალი, ნახევარი ჩაის კოვზი მარილი და 100 გრამი კარაქი ან მარგარინი გავადნოთ მაღალ ცეცხლზე სანამ ცხიმი არ გადნება ბოლომდე
- შემდეგ დავუკლოთ ცეცხლს და დავუმატოთ ერთი ჭიქა ფქვილი.
- მოვურიოთ ხის კოვზით მასის შეკვრამდე.
- მოვაშოროთ მასა ცეცხლს და ხუთი კვერცხი სათითაოდ დავუმატოთ და ავთქვიფოთ მიქსერით.
- ცომის შესქელების შემდეგ მასას ვათავსებთ საკონდიტრო ტომარაში და ეკლერს ვაძლევთ სასურველ ფორმას.
შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთჯერადი პარკი და თავი ოდნავ წააჭერით. - ტაფაზე გადმოგვაქვს ეკლერის ცომი სათითაოდ და ვაწყობთ ერთმანეთისგან ორი-სამი სანტიმეტრის დაშორებით.
- 35 წუთის განმავლობაში შევდგათ ტაფა ღუმელში მაღალ ცეცხლზე, როდესაც ცომი გაფუვდება და გარედან მოყავისფრდება დაუწიეთ ცეცხლს ათი წუთის შემდეგ კი გამორთეთ და გამოიღეთ ტაფა
- 15-20 წუთი დავაცადოთ შეგრილდეს, რომ ცომი არ ჩაიფუშოს.
- კრემი:
- ერთი ჭიქა შაქარი, ნახევარი ჭიქა ფქვილი და ნახევარი ლიტრი რძე ან წყალი ავურიოთ მიქსერით ერთმანეთში.
- მიღებული მასა დავდგათ დაბალ ცეცხლზე და სისტემატიურად ვურიოთ ხის კოვზით, სანამ არ გახდება კრემის მასა.
- ამის შემდეგ დავდგათ კრემი გასაცივებლად
- გაგრილებულ კრემს დავუმატოთ 70 გრამი დარბილებული კარაქი კარგად ავთქვიფოთ მიქსერით და ბოლოს დავუმატოთ ვანილი.
- მოსართავად:
- ორთქლის აბაზანაზე გაადნეთ შოკოლადი რძესთან ან წყალთან ერთად და მოასხით ეკლერს ზევიდან.
Yield15
Serving size: 2
Calories per serving: 145
Fat per serving: 1