ოთხშაბათი , ნოემბერი 21 2018
Home >> კულინარია >> ბოსტნეული >> ბოსტნეულის რულეტი ქათმის ფილეთი

ბოსტნეულის რულეტი ქათმის ფილეთი

ბოსტნეულის რულეტი ქათმის ფილეთიPrep time: 20 minsCook time: 20 minsTotal time: 40 minsბოსტნეულის რულეტი ქათმის ფილეთი

4.96
27
    Ingredients

  • 6 ცალი თხელი ლავაში
  • 300 გრამი ქათმის ფილე
  • 5 ცალი მწვანე ხახვი
  • 4 ცალი კარტოფილი
  • 3 ცალი სტაფილო
  • 50 გრამი სალათის ფურცლები
  • გემოვნებით მარილი
  • სოუსისთვის:
  • 50 მილილიტრი მაიონეზი
  • 1 ცალი კიტრი
  • 2 კბილი ნიორი
  • 10 გრამი კამა
  • გემოვნებით შავი პილპილი
  • გემოვნებით მარილი
    Directions

  1. სოუსი:
  2. კიტრი გავრეცხოთ, გავფცქვნათ, გავჭრათ შუაზე და ნახევარი გავხეხოთ წვრილ სახეხზე. ნახევარი შევინახოთ გასაფორმებლად.
  3. ნიორი დავჭრათ წვრილად.
  4. კამა დავჭრათ წვრილად.
  5. ავიღოთ პატარა სასალათე ჩავასხათ მაიონეზი დაუმატოთ კამა, ნიორი, კიტრი, მარილი, შავი პილპილი და აურიოთ კარგად.
  6. სოუსი მზადაა.
  7. კარტოფილი გავრეცხოთ, მოვხარშოთ, გავფცქვნათ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
  8. სტაფილო გავრეცხოთ, მოვხარშოთ, და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
  9. ქათმის ფილე მოვხარშოთ და დავჭრათ წვრილად.
  10. ხახვი დავჭრათ წვრილად.
  11. სალათის ფურცლები დავჭრათ წვრილად.
  12. ავიღოთ თხელი ლავაში გავშალოთ და გადაუსვათ მომზადებული სოუსი.
  13. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და სალათის ფურცლები.
  14. მოვაყაროთ მსხვილად გახეხილი კარტოფილი და სტაფილო.
  15. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ქათმის ფილე.
  16. შეგვიძლია დაუმატოთ მარილი გემოვნებით.
  17. გადავაფაროთ მეორე თხელი ლავაში ზევიდან და გადავახვიოთ.
  18. გადახვეული რულეტი დავჭრათ ჩვენთვის სასურველ სისქის ნაჭრებად გადმოვიღოთ ლანგარზე და გავაფორმოთ კიტრის თხელი ნაჭრებით და წვრილად დაჭრილი ხახვით.
  19. გემრიელათ მიირთვით.

Yield3 ცალი

Serving size: 8
Calories per serving: 240
Fat per serving: ?

მსგავსი სიახლე

მწვანე სალათა

მწვანე სალათა

მწვანე სალათის ფურცლები გავრეცხოთ და დავჭრათ მწხვილ ფურცლებად. მწვანე ხახვი გავრეცხოთ და დავჭრათ მსხვილად. ქინძი გავრეცხოთ და დავჭრათ მსხვილად. კიტრი გავრეცხოთ, გავთალოთ და დავჭრათ თხელ გრძელ ნაჭრებად. პომიდორი გავრეცხოთ და გავჭრათ შუაზე. ავიღოთ სასალათე

Optimization WordPress Plugins & Solutions by W3 EDGE